Sunday, April 21, 2013


პროექტის სახელწოდება:  ,, ქიმიური ელემენტები ჩვენს ორგანიზმში”.
პროექტის აქტუალობა:     ადამიანის ორგანიზმში ქიმიური ელემენტების შემცველობის დახასიათება და მათი მნიშვნელობა ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის.
პროექტის მიზნები:   მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია იმ ქიმიური ელემენტების შესახებ, რომლებსაც შეიცავს ადამიანის ორგანიზმი და წარმოადგინონ მათი გავრცელების არეალი ბუნებაში. აჩვენონ, თუ რა საფრთხეს უქმნის ამ ელემენტების ნაკლებობა ან სიჭარბე ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას.
მონაწილეთა ასაკი:  15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინტერნეტის და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება, გაანალიზება, პრეზენტაცია, დისკუსიის გამართვა.
მოსალოდნელი შედეგები: სქემების, ცხრილის შედგენა თვალსაჩინოების სახით, საპრეზენტაციო მასალის განთავსება ვებ–გვერდზე.
სარგებელი სხვებისთვის:  მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაცია განამტკიცებს შეხედულებას ჯანსაღი კვების წესის დამკვიდრების აუცილებლობის შესახებ.
პროექტის მსვლელობა:  კლასი გაიყოფა სამ ჯგუფად. I ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ადამიანის   ორგანიზმში არსებული ქიმიური ელემენტების შესახებ და მათ გავრცელებაზე ბუნებაში. II ჯგუფი წარმოადგენს ინფორმაციას კვების პროდუქტებში ქიმიური ელემენტების შემცველობის შესახებ. III ჯგუფი ატარებს კვლევას, რომელიც გვიჩვენებს კალციუმის შემცველობას სხვადასხვა საკვებ პროდუქტში.
                                               პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფებს შორის გაიმართება ხანმოკლე დისკუსია წარმოდგენილი ინფორმაციის ირგვლივ და ანალიზის საფუძველზე გააკეთებენ დასკვნას სრულფასოვანი კვების მნიშვნელობაზე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
საგნებთან კავშირი:  ბიოლოგია
პროექტის ხელმძღვანელი: მ. მახარაშვილი
პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marinemaxarashvili@gmail.com